საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადება
უცხოელი დამკვირვებლების შეფასებით, 2025 წლის ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტუნარიან და გამჭვირვალე პირობებში ჩაიარა. მათი შეფასებით, ეს იყო მშვიდობიანი და კარგად ორგანიზებული დღე, რამაც არჩევნებში მოქალაქეების დემოკრატიული მონაწილეობა უზრუნველყო. უცხოელი დამკვირვებლები ასევე ყურადღებას ამახვილებენ ახალ ტექნოლოგიებზე და მას დადებითად აფასებენ. მათივე განაცხადებით, ხმის მიცემის პროცესში რაიმე დარღვევა არ შეუნიშნავთ.