საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში

2020  წლის საპარლამენტო არჩევნებს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების პარტნიორობით, პირველი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება.

პანდემიის გამოწვევის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ქვეყნის მასშტაბით 10 რეგიონში 100 კაციანი მობილური ჯგუფის მეშვეობით მონიტორინგს გაუწევს ხმის მიცემის პროცესს. საერთაშორისო მისია ასევე დააკვირდება კენჭისყრას უცხოეთში ემიგრანტებისთვის მოწყობილ უბნებს. არჩევნების დასრულების შემდგომ სპეციალური ანგარიში მომზადდება. დღესვე ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მისიის ქცევის კოდექსს მოიცავს.