საერთაშორისო ბიზნესფორუმი თბილისში

12:26, 05.06.2019

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქართულმა კომპანიებმა ესტონელ და ლატვიელ კოლეგებთან ერთად ბიზნესკავშირების დამყარების პერსპექტივები განიხილეს. ესტონეთისა და ლატვიის წამყვანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტუმრებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში წარმოებული პოლიტიკა და ხელისშემწყობი ფაქტორები გააცნეს.

მსგავსი