საერთაშორისო ბაზრობა TAF 2026

18:34, 24.05.2026

დედაქალაქის მერი თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას ესტუმრა, რომელშიც „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ მონაწილეობს. კახა კალაძემ ფონდის დირექტორთან ერთად დაათვალიერა გამოფენა-ბაზრობა, სადაც ადგილობრივი, ასევე უცხოური გალერეები და დამოუკიდებელი ხელოვანები არიან წარმოდგენილები. თბილისის მერიის საჯარო ხელოვნების ფონდის სტენდზე 2024–2026 წლების პროგრამები შეაჯამეს. წარმოდგენილი იყო, როგორც შესრულებული პროექტები, ასევე მიმდინარე სიახლეები და ინიციატივები.

მსგავსი