საერთაშორისო ბანაკი აფხაზეთიდან დევნილებისთვის

18:27, 25.07.2026

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში საერთაშორისო ბანაკი მოეწყო, რომელშიც სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ, მსოფლიო საპატრიარქოსთან თანამშრომლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.

აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა ათი დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან კულტურულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში.

მსგავსი