გარე აუდიტმა დაადასტურა, რომ საქართველოს პირველი არხის ახალ შენობასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციები და შესყიდვები უხარვეზოდაა შესრულებული.
აუდიტის დასკვნა ტელევიზიის 2024 წლის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს ასახავს. კონკურსის გზით შერჩეული საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ სწორედ გასულ წელს დასრულდა ახალ მისამართზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მშენებლობა და შარშანვე დაიწყო გადმოსვლის ეტაპობრივი პროცესი, რაც არაერთ ფინანსურ და საგადასახადო ოპერაციას ითვალისწინებდა. დასკვნა დადებითია. დარღვევები არცერთ მიმართულებით არ გამოვლენილა.