საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი ქუთაისში
ქუთაისი საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს. მიზანი ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაა. მონაწილე ახალგაზრდები წარადგენენ პრეზენტაციებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. გაიმართება დისკუსია თემებზე: ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მენტალური ჯანმრთელობა ციფრული ინოვაციების ეპოქაში.
მონაწილეობას იღებს შვიდი ქვეყანა – საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა, პოლონეთი, მოლდოვა, საბერძნეთი და ყაზახეთი. საერთაშორისო ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.