საერთაშორისო აგროგამოფენა ბაქოში

ბაქოში საერთაშორისო აგროგამოფენაში საქართველოც მონაწილეობს.

პავილიონი აზერბაიჯანის პრეზეიდენტმა მოინახულა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ილჰამ ალიევმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და სტრატეგიულ მიზნებზე ისაუბრეს. ექსპოზიციის ფარგლებში მინისტრმა, გამოფენაში მონაწილე ქართველ მეწარმეებთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა ქართული პროდუქტის ხარისხსა და საექსპორტო პოტენციალს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელს, კლიმატის საკითხებში, მუხტარ ბაბაევს შეხვდა. განიხილეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გატარებული ეროვნული და რეგიონული პოლიტიკა, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.