საერთაშორისი სადაზღვევო კონფერენცია

საერთაშორისი სადაზღვევო კონფერენციას თბილისი პირველად მასპინძლობს.

ფორუმზე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები სექტორში არსებულ ვითარებაზე, საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და ასევე უცხოურ პრაქტიკაზე მსჯელობენ.

განსახილველ საკითხთა შორის არის ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო დაზღვევა, რომელიც პირველი ივლისიდან უნდა შევიდეს ძალაში. ასევე წარმოდგენილია აგროდაზღვევის ახლებური ხედვები.

კონფერენცია, რომელიც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მხარდაჭერით ტარდება, უცხოური ინვესტორები, გადამზღვეველები და სადაზღვევო კომპანიები ესწრებიან.