საერთაშორიო ტურისტული გამოფენა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაშიFITUR-ში მონაწილეობს. ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მართავს. წლევანდელ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 15-მდე ქართული კომპანია, თბილისის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და DMO იმერეთი. FITUR-ი  ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა-ბაზრობაა, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათი ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობს.