საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ალმათიში გამართული საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეებს მხარდამჭერები დახვდნენ.

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, სადაც ტურნირი მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით ჩატარდა, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ოქროს მედლები მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში პირველი ადგილით გადავიდა და რუმინეთისა და პაკისტანის ძლიერ გუნდებთან მოპოვებული გამარჯვებით ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალი დღეს, 26 აგვისტოს ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ფინალის, – სადაც საქართველოსთან ერთად ხორვატიისა და ბულგარეთის გუნდები მონაწილეობდნენ, – საბოლოო შედეგები ასეთია: საქართველო – 45,3 ქულა, ხორვატია – 41,3, ბულგარეთი კი – 41,1. შესაბამისად, ოქროს მედლები გადაეცა საქართველოს ნაკრების ექვსივე წევრს.