საელჩოების განცხადება - პოლიტიკური რეაქციები თბილისში

ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმად განიხილავს ხელისუფლება საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოების იდენტური შინაარსის განცხადებებს. ორივე დიპლომატიურმა უწყებამ გამაფრთხილებელი ინფორმაცია გუშინ გაავრცელა და საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის შემთხვევაში, რისკ-ფაქტორების გაანალიზებისკენ მოუწოდა. განცხადებებში, სადაც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გახშირებულ შემთხვევებზეა საუბარი, საზღვრიდან გაბრუნების მიზეზებად დემონსტრაციებში შესაძლო მონაწილეობა და სოციალურ ქსელებში აქტიურობა იყო დასახელებული. გამაფრთხილებელ გზავნილებს, ოფიციალური თბილისის მძიმე რეაქცია მოჰყვა — განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება, ოპოზიციაში კი საელჩოების განცხადებებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე ლოგიკური უწოდეს –

ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე