საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი რუსი ჟურნალისტი

კიდევ ერთი რუსი ჟურნალისტის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე.

ხვალ ეკატერინბურგში გამოცემა „ახალი დღის“ 32 წლის კორესპონდენტს დაკრძალავენ. მაქსიმ ბოროდინი, რომელმაც სირიაში რუსი დაქირავებული სამხედროების გარდაცვალებაზე კრემლის მიერ გასაიდუმლოებულ ფაქტებს  ნათელი მოჰფინა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან საეჭვო ვითარებაში გადმოვარდა. ის საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

„მოამბე“ დღეს იმ უფლებადამცველს დაუკავშირდა, რომელსაც გარდაცვალებამდე მაქსიმ ბოროდინი ესაუბრა.

სალომე თორაძე დეტალებით.