სადისციპლინო კომიტეტის სხდომა

ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებულ სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე გარიგებულ მატჩებზე იმსჯელეს. რა სანქციები დაეკისრებათ სპორტსმენებს და როგორ გაგრძელდება მათი კარიერა, ამასთან დაკავშირებით, კომიტეტი, ოფიციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაავრცელებს.

შეხვედრას დაკავებული ფეხბურთელების უფლებადამცველები, კლუბ „ვიტ ჯორჯიას“’ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეში რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი ფიგურირებდა. „ვიტ ჯორჯიას“, „ჭიათურას“ და ლანჩხუთის „გურიას” დაკავებული სპორტსმენების ნაწილი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.