სადგურის მოედნის მიმდებარედ შენობა ჩამოინგრა – გამოხმაურება

15:09, 15.07.2025

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე მოქალაქეებს მიმართავს და მათ მერიის თანამშრომლების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტზე ნიკოლოზ კახეთელიძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. კახეთელიძის განცხადებით, აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული საცხოვრისის მდგომარეობაზე, – გაკეთდა შეთავაზებებიც, თუმცა, მისივე განმარტებით, ამ შეთავაზებებს მაცხოვრებლები არ იღებდნენ. კახეთელიძემ პრესკონფერენციის დროს აქცენტები საკუთრების უფლებაზეც გააკეთა და ამ მიმართულებით, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისივე თქმით, აუცილებელია მოქალაქეებმა მერიის თანამშრომლების რეკომენდაციები ზედმიწევნით გაითვალისწინონ.

მსგავსი