სადგურის მოედნის მიმდებარედ შენობა ჩამოინგრა
სადგურის მიმდებარედ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცია დაღუპული. კიდევ ერთი ქალი კი, დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, ჩართული იყო მძიმე ტექნიკაც. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარიდან მალევე ტერიტორიიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მაკა ლაშხიას ჩართვა პირდაპირ ეთერში.