სადღესასწაულო წირვას მთავრობის წევრები ესწრებოდნენ

სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ პრეზიდენტი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზეც ისაუბრა. მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა პრემიერ-მინისტრმა. ასევე აღნიშნა, რომ მისმა უწმინდესობამ ეპისტოლეში, ტრადიციულად მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძის თქმით, ეპისტოლეში ისეთ თემებზე იყო საუბარი, რომელზეც პარლამენტი უკვე მუშაობს.

მოსახლეობას შობა მიულოცა ასევე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.