სადღესასწაულო დღეებში დაწესებული რეგულაციები

დროებითი შეზღუდვები ბრუნდება – აღდგომის დღესასწაულზე სპეციალური ზომები იმოქმედებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები ჩაიკეტება, 3-დან 12 მაისის ჩათვლით გამოცხადებულ უქმე დღეებზე კი მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. შარშანდელისგან გასხვავებით, ქალაქებს შორის მიმოსვლა არ იზღუდება, შეზღუდვა არ გავრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც. აღდგომის ღამეს ცვლილება შედის ე.წ. კომენდანტის საათის ხანგრძლივობაშიც. დღესასწაულის წინ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მონაცემები ყველა მიმართულებით გაუარესებულია. იმატებს ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რიცხვი, კლინიკების გადატვირთულობის გამო დღის წესრიგში დგება დამატებითი ადგილების მობილიზება. ეპიდემიოლოგების გათვლებით, ქვეყანა მესამე ტალღის პიკურ პერიოდს უახლოვდება.