სადეზინფექციო სამუშაოები

„საქართველოს რკინიგზა“, პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს. მოძრავი შემადგენლობები, სადგურები, სერვისცენტრები და დეპოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება. დაავადების პრევენციისთვის, საქართველოს რკინიგზა, მემანქანეების რეისის წინა შემოწმებებას შესაბამისი აპარატურით ახორციელებს. უკვე შესყიდულია და მიმდინარე წლის აპრილიდან აღნიშნული აპარატურა იქნება სრულად უკონტაქტო ყველა შესამოწმებელ პუნქტში. სამგზავრო მატარებლებსა და დეპოებში, დეზინფექციის პროცესის საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსი ადგილზე გაეცნო.