პარლამენტში 49 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის შეწყვეტის პროცედურა მიმდინარეობს. საკითხზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე. განხილვა ახლა სესიაზე გადაინაცვლებს და მმართველი გუნდი საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, გაუუქმებენ თუ არა მანდატებს იმ ოპოზიციონერებს, ვისაც მანდატი 26 ოქტომბრის არჩევნებს შედეგად ერგო. ეს ის ოპოზიციონერები არიან, ვისაც პარლამენტისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადებით ოფიციალურად აქვს მიმართული, თუმცა, მათ შორის არ არიან გიორგი გახარიას პარტიის წევრები.
თამუნა წიკლაური დეტალებით.