სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის პროცედურა
მმართველი გუნდი „გახარია – საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის პროცედურას იწყებს. საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ 12 მანდატი მოიპოვა, თუმცა, ბარიერგადალახული სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, მანდატები არ გამოუყენებია და პარლამენტში არ შესულა.
სხვა პარტიებისგან განსხვავებით, გიორგი გახარიას გუნდს საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამჟამად მანდატის მქონე 12 პირს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, პარტიის სხვა წევრებს, რომლებიც სიაში პირველი 12 წევრის შემდეგ არიან, შეუძლიათ პარლამენტში შევიდნენ.