სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება. რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებზე ამ წუთებში პარლამენტში მსჯელობენ. ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭირო იქნება 90 დეპუტატის მხარდაჭერა 50-ის ნაცვლად. ეს საკითხი შარლ მიშელის დოკუმენტით იყო გათვალისწინებული.