სადაზვერვო ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დაასრულა

პირველი ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დაასრულა. ერთი კვირის განმავლობაში სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედროები პირობითად მტრის ზურგში მოქმედებდნენ და ბოლოს ფრონტის ხაზის გადაკვეთით საკუთარ ძალებს შეუერთდნენ.

სწავლების დროს მათ სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა შეასრულეს, მათ შორისაა რეიდი, ჩასაფრება, კონტაქტზე და არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირება, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახება, ტაქტიკური გადაადგილება ღამით, სამალავის დაკავება და მოქმედება სამალავში.

სწავლების მიზანი, ტაქტიკური ამოცანების დროს ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორება იყო. სამხედრო მოსამსახურეთა მოქმედებები პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის დამკვირვებლებმა შეაფასეს.