სადაზღვევო კომპანიებზე კონტროლი მკაცრდება

სადაზღვევო სფეროს კონტროლი მკაცრდება. თუ კერძო დაზღვევით სარგებლობთ, იცოდეთ, რომ 2018 წლის ივნისიდან თქვენს უფლებებს სპეციალური ინსპექცია დაიცავს.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შექმნილი უწყება ვალდებული იქნება, რომ კონკრეტული შემთხვევები თქვენი მიმართვის გარეშე შეისწავლოს. მით უმეტეს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ზოგიერთი პირობის დარღვევის გამო, სადაზღვევო კომპანიების მიმართ პრეტენზიები არაერთ მოქალაქეს აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეულის უფლებების დასაცავად ქვეყანაში რამდენიმე გზა არსებობს, მიმართვიანობის მაჩვენებელი მაინც ძალიან დაბალია.

ირკვევა, რომ ყველა გზა მაინც სასამართლოსკენ მიდის, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის.

მარიამ სეთურიძე მოგიყვებათ იმ ახალი სამსახურის ფუნქციების შესახებ, რომელიც ზაფხულიდან ამოქმედდება.