სადავო ტერიტორია აჭარაში

21:05, 11.10.2026

სადავო ტერიტორია აჭარაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისთვის გადაცემული ფართობის უკან დაბრუნებას ითხოვს. უკვე 15 წელია, 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, სადაც დღესაც ხელვაჩაურის ადმინისტრაციული დაწესებულებები მდებარეობს, ზღვისპირა ქალაქის განკარგულებაშია. საკითხზე ორივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მსჯელობს, თუმცა პრობლემის მოგვარებას თან ახლავს სირთულეები, რომლებიც შესაძლოა, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახოს. მიზეზი ის პროგრამებია, რომლებითაც ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები სარგებლობენ. ხელვაჩაური კი, შედარებით მცირე ბიუჯეტის გამო, მოსახლეობას ანალოგიურ სოციალურ პაკეტს ვერ სთავაზობს. ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილება საბოლოოდ საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი