სადავო შეთანხმება

ლონდონში ვნებათაღელვა იზრდება.

პოლიტიკურ დღის წესრიგშია ბრექსითის საკითხზე შეთანხმება, რომელსაც გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირთან მრავალთვიანი უთანხმოების შემდეგ მიაღწია.

მინისტრთა კაბინეტის შემდეგ დოკუმენტს უკვე პარლამენტში აკრიტიკებენ.

საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

შეთანხმება, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ლონდონის და ბრიუსელის მომავალ ურთიერთობას განსაზღვრავს, პრემიერის თანაგუნდელ დეპუტატებსაც კი არ მოსწონთ. ტერეზა მეის მათი გადარწმუნება უჭირს.