სადავო შესწორებები ევროპარლამენტის რეზოლუციაში

საქართველოსთვის მძიმე შინაარსის შესწორებები ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში.

ცვლილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე მომზადებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით მომზადდა, მიხეილ სააკაშვილს, ოლიგარქიულ გავლენებს და მედიას ეხება. ერთ-ერთი შესწორების ავტორი რამდენიმე ევროპელი დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს, დეპუტატი იაცეკ სარიუშ ვოლსკი კი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ასახელებს. რეზოლუციის პროექტი უკრაინაში მიმდინარე ომს და ოფიციალური თბილისის საგარეო პოზიციონირებასაც ეხება, რომლის მიმართაც ცალკეული ევროპარლამენტარები კრიტიკას არ ერიდებიან. სამი დეპუტატი დასავლეთის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად რუსეთის მხრიდან საქართველოს გამოყენების ალბათობაზე მიუთითებს და ევროკავშირს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს. მძიმე ჩანაწერებია მედიის ნაწილზეც.

საკმაოდ კრიტიკულ შესწორებებს არანაკლებ მწვავე რეაქციები მოჰყვა „ქართული ოცნების“ მხრიდან – რეზოლუციის პროექტი ხვალ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა უნდა განიხილოს. საინტერესოა, განხილვების შემდეგ აისახება თუ არა რომელიმე შესწორება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს, რა შინაარსის შესწორებები მომზადდა ცალკეული ევროპარლამენტარების მხრიდან.