სადავო საგამოძიებო მოქმედება

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებების გაკეთება უწევს.

დავის საგანია, გადაამეტეს თუ არა სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას ყაჩაღობაში ბრალდებული პირისთვის დნმ-ის ანალიზის იძულებით აღების დროს. მიუხედავად იმისა, რომ, შესაბამისი ანალიზის ჩატარება სასამართლო განჩინებით იყო მოთხოვნილი, პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებულმა ფორმებმა უფლებადამცველების გარდა კითხვები პარლამენტშიც გააჩინა. გახარიას უწყება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს კანონდარღვევას გამორიცხავს და აინტერესებს, რატომ გამოაქვეყნა ახლა ვიდეო-მასალა ადვოკატმა, რომელსაც 10 დღის განმავლობაში კადრებთან წვდომა ჰქონდა.