სადავო საარჩევნო მოდელი და უმრავლესობის გადაწყვეტილება

აქციების პარალელურად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაიწყო.

ოპონენტებთან შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს პარტიის ოფისში თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კონსულტაციები გამართა. ახლა მთავარი კითხვაა, დათანხმდება თუ არა „ქართული ოცნება“ იმ წინადადებას, რომელიც გუშინდელ შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღეს. ე.წ. გერმანული მოდელისგან გასხვავებით, ამჯერად საუბარია არსებულ მაჟორიტარულ სისტემაში ცვლილებების შეტანაზე, ანუ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შემოღებაზე. ამ შეთავაზების წინააღმდეგ სავარაუდოდ არც ოპოზიცია წავა, რადგან მათ მიერ ინიცირებული ე.წ. გერმანული მოდელი მრავალმანდატიან ოლქებსაც ითვალისწინებს.

თეონა მანაგაძე მუშაობდა თემაზე.