სადავო პროექტი

ეკოლოგების ნაწილი ქუთაისში, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოებს აპროტესტებს.

ისინი ამბობენ, რომ კალაპოტის დაბეტონება მდინარეში ცოცხალი ორგანიზმებისთვის აუცილებელ გარემოს დააზიანებს. მერიაში ბრალდებების საპასუხოდ ამბობენ, რომ მიმდინარე სამუშაოები კალაპოტის დაღრმავებას და გაფართოებას გულისხმობს, რაც მდინარის მიერ მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის მრავალწლიან პრობლემას მოაგვარებს.

როგორ ხორციელდება ოღასკურას ფსკერის და კედლების გამაგრებითი სამუშაოები და ემუქრება თუ არა საფრთხე მდინარის ეკო-სისტემას – ირმა ჭოლაძის სიუჟეტი დეტალებით.