სადავო მშენებლობა ვაკის პარკში

მრავალწლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობა ვნებათაღელვის მიზეზი კიდევ ერთხელ ხდება.

კომპანია, რომელიც სასტუმროს აშენებას აპირებს, გეგმის და მშენებლობისთვის შერჩეული ადგილის შეცვლას არ აპირებს.

სამშენებლო სამუშაოების დაშვებას გამორიცხავს თბილისის მერიც, რომელიც კომპანიას ალტერნატიული წინადადებების განსახილველად მოლაპარაკებებს სთავაზობს.

2013 წლის ივლისში თბილისის მერიის მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვა მალევე დაპირისპირების და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან სარჩელის მომზადების მიზეზი გახდა. ამჯერად თემა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაააქტიურა, რომლის მიხედვით სადავო სამშენებლო ნებართვა ძალაში რჩება.