სადავო მშენებლობა ვაკის პარკში

უშედეგოდ დასრულდა თბილისის მერიასა და სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებელ კომპანიას შორის პირველი მოლაპარაკება.

ინვესტორი არც ადგილმონაცვლეობის და არც ძველი რესტორნის მშენებლობის შეთავაზებაზეა თანახმა. თავის მხრივ პოზიციის შეცვლას და სამშენებლო სამუშაოების დაშვებას გამორიცხავს დედაქალაქის მთავრობა.

სადავო მშენებლობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მრავალწლიანი დავის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა კვლავ ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მერიის მხრიდან მოლაპარაკებების საჭიროებას ვერ ხედავენ იურისტები.