სადავო მშენებლობა

ჟვანიას ქუჩის 88 ნომერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები კვლავ დავის საგანია. მეწყრული პროცესების შესაძლო გააქტიურების მოტივით გეოლოგები და ადგილზე მცხოვრებლები მიმდინარე მშენებლობების დროებით შეჩერებას ითხოვენ.

ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, მითითებული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა, რის გამოც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა გარკვეული წესების დაცვით უნდა გაგრძელდეს.

იგულისხმება დამცავი საშუალებების გამოყენება. მოსახლეობას პრეტენზიები აქვს მერიის მიმართაც.

გეოლოგების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ჟვანიას ქუჩაზე, 33 ნაკვეთად დაყოფილ ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს

დატოვე კომენტარი