სადავო კანონპროექტი და პოლიტიკური განცხადებები

საზოგადოების ვნებათაღელვის შემდეგ, მმართველმა გუნდმა ცნობილ კანონპროექტზე შესაძლოა, საერთოდ უარი თქვას. საექსპორტოდ კანაფის წარმოებათან დაკავშირებული და ამ დროისთვის შეჩერებული პროექტის უკან გაწვევის ალბათობას თავად პარლამენტის თავმჯდომარე უშვებს.

შეცვლილი პოზიციის მიუხედავად, ძალაში რჩება სადავო დოკუმენტის განსახილველად დაანონსებული კონსულტაციები, სწორედ ამ კონსულტაციების შედეგზე იქნება დამოკიდებული კანონპროექტის ბედი. თუმცა უცნობია, ჩაერთვებიან თუ არა განხილვებში საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომლებიც პროექტის მიმართ ცალსახად ნეგატიური პოზიციის შეცვლას არ აპირებენ.

სასულიერო პირები რეზონანსული საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევის შესაძლო იდეას დადებითად ხვდებიან.