სადავო ცვლილებები სამართალდარღვევათა კოდექსში

რა ბედი ელის გუშინ დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელმაც ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა დააჩქარა. ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებები ოპოზიციის და უფლებადამცველების გარდა აშშ-ის საელჩოსაც არ მოსწონს. შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების პროცესში მსგავსი ინიციატივის ნაჩქარევად მიღების გამო საელჩო იმედგაცრუებულია. დამტკიცებულ პროექტს, რომელიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში ჯარიმას და ადმინისტრაციული პატიმრობის ქვედა ზღვარს ზრდის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს ოპოზიცია. თუმცა, „მოქალაქეების“, „გირჩის“ და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა ოპოზიციურ პარტიებს მის საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ხელისუფლების ოპონენტები ახლა გამოსავალს პრეზიდენტის ვეტოში და ალტერნატიული კანონპროექტის მომზადებაში ხედავენ.