სადარბაზოების რეაბილიტაცია რუსთავში

15:14, 20.07.2026

საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, რუსთავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ერთდროულად 20 მისამართზეა აქტიური, 20 სხვადასხვა ლოკაციაზე კი უკვე დასრულებულია. 2026 წელს რუსთავში 140 სადარბაზოს განახლებაა დაგეგმილი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ მომენტისთვის რუსთავში 200-მდე მისამართზე ხორციელდება.

მსგავსი