სადაო მშენებლობა ბათუმში

ბათუმში მიმდინარე მშენებლობა სასამართლო განხილვის საკითხი გახდება.

ხიმშიაშვილის 18 ნომრის მცხოვრებლები სარჩელს ამზადებენ და მათ მეზობლად მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ.Gგასული საუკუნის 70-ანი წლების ბოლოს აშენებულ სახლში 3 ოჯახს ფანჯრები თითქმის მთლიანად უბნელდება.

მერიაში აცხადებენ, რომ ნებართვა კანონის დაცვით გაიცა, თუმცა დაარღვია თუ არა ნორმები კომპანიამ რომლის 50 %-ანი წილის მფლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია, მუნიციპალიტეტში ინფორმაცია არ აქვთ.

მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი.