საცობებების პრობლემა დედაქალაქში

დედაქალაქის მერს არსებულ სატრანსპორტო პრობლემებზე სასაუბროდ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს ფრაქცია „ლელო“. საბა ბუაძის თქმით, მერიის მიერ დაანონსებული რეფორმა ჩავარდნის პირასაა. მისივე განცხადებით, წლევანდელი ბიუჯეტით აღარაა გათვალისწინებული როგორც 18 მ.-იანი ავტობუსების, ისე მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვის საკითხი. პარალელურად, ქალაქში არსებულ საცობებთან დაკავშირებით, დღეს საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი დაიბარა. მათი თქმით, მისი მოსვლის შემთხვევაში, ფრაქციას პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვას წარადგენის შესაძლებლობა ექნება.