საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დევნილი ოჯახებისთვის
თბილისში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, 7 კორპუსში კი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება უახლოეს მომავალში იგეგმება. ამ ეტაპზე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამწვანებას, სტადიონების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.