საცხოვრებელი სახლების დაკანონება
საცხოვრებელი სახლები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაუკანონდა კიდევ 30 ოჯახს. იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, ოფიციალურად გადაეცემათ საბუთები. თბილისის ათივე რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა გადასცა. პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 3150-მდე ოჯახია დაკმაყოფილებული.