საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა თევდორე მღვდლის ქუჩაზე
დილიდან განახლდა საგამოძიებო მოქმედებები თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. უსაფრთხოების მიზნით ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, შეზღუდულია ავტომობილებისა და ქვეითების გადაადგილება. ამასთან, გვიანობამდე მიმდინარეობდა დასუფთავების სამუშაოები, ავარიული სახლის 102 მაცხოვრებელი კი 11 სხვადასხვა სასტუმროშია გადაყვანილი.
მოსახლეობამ საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა გუშინ დაიწყო და ეს პროცესი, სამაშველო სამსახურებთან ერთად, დღესაც გაგრძელდება.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ახლა პირდაპირ ეთერში ლიზა დვალი ჩაგვერთვება – რა ვითარებაა ახლა ადგილზე?