საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მიწა ჩამოიშალა
მარიჯანის 4 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი არის თუ არა ავარიული და უსაფრთხო საცხოვრებლად, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გაირკვევა. სპეციალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. მიწის მასა ადგილზე გუშინ ჩამოიშალა. აღნიშნული პროცესი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. კორპუსის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაობი ხორციელდება და შემოსაზღვრული იყო. სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა და ამ დროისთვის მშენებლობის უფლება შეჩერებული აქვს. ადგილზე დილიდან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.