საცხოვრებელი კორპუსი დევნილი ოჯახებისთვის
150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში, არასათანადო პირობებში ცხოვრობენ.
მშენებლობის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ სამ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.