საცხოვრებელი კომპლექსი დევნილებისთვის

12:33, 30.07.2026

რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. აღნიშნული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, 81 მილიონამდე ლარით. ოთხ ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. პროექტი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს. რუსთავის პარალელურად, დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსები თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში შენდება.

მსგავსი