საცხოვრებელი კომპლექსი დევნილებისთვის

12:32, 21.08.2026

ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი დასკვნით ეტაპზეა. 150 იძულებით გადაადგილებული ოჯახი გარემონტებულ სახლებს მიიღებს. ამ ეტაპზე გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იწყება. ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში არასათანადო პირობებში ცხოვრობენ. ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში – თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.

მსგავსი