საცხოვრებელი ფართების მშენებლობა დევნილებისთვის

18:26, 29.09.2025

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას, 1700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის პროცესს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მიხეილ სარჯველაძის თქმით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მშენებლობის ბიუჯეტი 191 მილიონ ლარზე მეტია. დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს ოთხ ქალაქში მიმდინარეობს. მიმდინარე თვეში ახალი ბინები ქუთაისში აშენებულ კომპლექსში 850-ზე მეტ ოჯახს გადაეცა.

მსგავსი