საცხოვრებელი ფართების დაკანონება

თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, ამჯერად 30 ოჯახს დაუკანონდა. გლდანის, ნაძალადევის, დიდუბისა და ვაკის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა გადასცა. აღნიშნული პროგრამით, 2017 წლიდან დღემდე, 3 300-ზე მეტ ოჯახმა ისარგებლა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს სხვადასხვა მიზეზით ვერ იკანონებდნენ.