საცხენოსნო დოღი ნადარბაზევის ტბაზე
ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა მიიღეს მონაწილეობა. დოღის მონაწილეებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გულშემატკივრობდნენ. გამარჯვებულები ფულადი ჯილდოებით, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ყველა მონაწილეს სიგელი გადაეცა. ღონისძიების მთავარი მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა იყო. საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბ „კენტავრის“ თანადაფინანსებითა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.