საჩვენებელი სწავლება და ღია კარის დღე „ალგეთის“ ბაზაზე

საჩვენებელი სწავლება და ღია კარის დღე „ალგეთის“ ბაზაზე. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გადიან, საკუთარი მშობლებისა და ნათესავებისთვის გამართულ საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.

სპეციალური სავარჯიშოები რამდენიმე სასწავლო უბანზე ჩატარდა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სწავლებას ამჟამად 400-მდე რეკრუტი გადის. 10-კვირიანი კურსის დასრულების შემდეგ ახალწვეულები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.