„საჩუქარი“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს გადაეცა

15:22, 12.07.2025

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ თუმანიშვილის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ოფიციალურად გადაეცა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს კულტურის მინისტრმა და დამფუძნებლებმა მოაწერეს. ფესტივალი ქეთევან დოლიძისა და სოფიო თორთლაძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებას ახალი სახელწოდებით გააგრძელებს – „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“. ფესტივალის ფუნქციონირებასა და განვითარებას კულტურის სამინისტრო შეუწყობს ხელს.

მსგავსი